2016-10-24

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის, თემაზე: ’’საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები’’.


   კავკასიის უნივერსიტეტის,  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის თანამონაწილეობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, 2016 წლის 18 ნოემბერს, სასტუმრო  ,,ბომონდ გარდენში’’ ტარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ’’საქართველოს   ევროინტეგრაციის   პერსპექტივები”. მონაწილეობენ სამართლის,  ეკონომიკის,   ბიზნესის  ადმინისტრირების,  საჯარო მმართველობისა და  სოციალურ მეცნიერებათა სკოლების   მაგისტრატურისა   და დოქტორანტურის  სტუდენტები.

   კონფერენციის მიზანია სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მკლევართა წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. ნაშრომებს შეაფასებენ ქართველი
და უცხოელი მოდერატორები. საუკეთესო  ნაშრომები დაჯილდოვდება და დაიბეჭდება საკონფერენციო  შრომების  კრებულში.  კონფერენციაში  მონაწილეობა დაფინანსდება ორგანიზატორების  მიერ.


იხილეთ თანდართული ფაილი

Print

« იხ. ყველა სიახლე