სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული წარმოება
2012-10-26
სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული წარმოება
დაწყებულია რეგისტრაცია საგანში „სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული წარმოება“.
აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს, იუსტიციის სტრუქტურებში არსებული სისხლის
სამართლის საქმეთა შესწავლას ბაკალავრიატის სტუდენტთათვის. დარეგისტრირებული
სტუდენტები საგანს გაივლიან იუსტიციის სამინისტროში. მსურველებმა გამოაგზავნეთ
საკონტაქტო ინფორმაცია ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
საგნის წინაპირობა: „სისხლის სამართლის პროცესი“
კრედიტების რაოდენობა: 3 ECTS
კურსის ხანგრძლივობა: 1 კვირა
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: giorgi.chakvetadze@tsu.ge
ან 577161907
« იხ. ყველა სიახლე