2013-12-10

პროექტის “ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის შესწავლისა და ანალიზისთვის” შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა

13 დეკემბერს, პარასკევს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ა(ა)იპ ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის “ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის შესწავლისა და ანალიზისთვის” შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა და კვლევის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი, რომლის განხორციელებაში თსუ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორები იღებდნენ მონაწილეობას, 2011 წლიდან მოქმედებდა და მისი მიზანი იყო გამოეკვლია და გამოევლინა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის დადებითი და უარყოფითი შედეგები.

ღონისძიებას მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.

 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 06 აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე