2017-12-21
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-14 ფორუმი
2017 წლის 22 დეკემბერს თსუ-ს მეორე კორპუსში, აუდ. 135, 15:00 საათზე გაიმართება ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-14 ფორუმი,
თემაზე: თავისუფლება და სახელმწიფოს სოციალური ფუნქცია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ჭრილში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს
საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის
მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო
გადაწყვეტილების გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.
დასწრება თავისუფალია.
იხ. დღის წესრიგი
« იხ. ყველა სიახლე