2018-12-13

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის შეხვედრა სტუდენტებთან




  2018 წლის 13 დეკემბერს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი ლონდა თოლორაია გამართავს შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომლებსაც გააცნობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით საქართველოში არსებულ ტენდენციებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. 

შეხვედრის ადგილი: თბილისის ღია უნივერსიტეტი, პირველი სართული, ოთახი 106. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 2.
Print

« იხ. ყველა სიახლე