2017-05-23

სტატიების მიღება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორენოვანი ჟურნალისთვის ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2017“

სტატიების მიღება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის

 ორენოვანი ჟურნალისთვის

,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2017“

 


ძვირფასო კოლეგებო, გაუწყებთ, რომ ა/წ 23 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით იწარმოებს  სტატიების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორენოვანი სამეცნიერო პერიოდული ჟურნალის - ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული“ 2017  წლის  გამოცემისათვის. 

1. ჟურნალში სამეცნიერო სტატიის, უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანისა თუ მედიაციის პრაქტიკის ანალიზის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ შემდეგი პირები:

 

•  თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული პედაგოგები, დოქტორანტები.

•      დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში მოღვაწე უცხოელი და ქართველი პრაქტიკოსი იურისტები, ადვოკატები 

•    სხვა ავტორები, რომლებიც სარედაქციო კოლეგიის თხოვნით მოამზადებენ პუბლიკაციებს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროს პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.

 2. ავტორებმა სტატიის გამოქვეყნებისათვის  ელექტრონული ფორმით  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) სტატია (სრული ტექსტი ქართულ ენაზე), რომლის ძირითადი ტექსტის (სქოლიოების გარეშე) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ნაბეჭდ სიტყვას;  

ბ) ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) არაუმეტეს 250 სიტყვისა;

გ) საკვანძო სიტყვები (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

დ) ბიბლიოგრაფია (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სტატიისათვის ცალ-ცალკე. ბიბლიოგრაფიის შედგენის წესისა და ბიბლიოგრაფიის ნიმუშის  შესახებ იხ. დანართი #1);

ე) განცხადება მთავარი რედაქტორის (პროფ. ირაკლი ბურდული) სახელზე ავტორის ხელმოწერით.

განცხადების ფორმა (იხ. დანართი #2 );

ვ) სამეცნიერო ხელმძღვანელის (დოქტორანტის შემთხვევაში) დადებითი დასკვნა ან სტატიის კვლევის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტის რეცენზია (მისი გამცემი პირის ხელმოწერით), სტატიის  დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში.

3. ჟურნალ ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეულში“ შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია მხოლოდ  მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული. თსუ იურიდიული ფაკულტეტი უზრუნველყოფს დასაბეჭდად მიღებული სტატიების თარგმნას ინგლისურ ენაზე.

4. ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (იხ. დანართი #3). სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება შესრულებული. ავტორს შეუძლია ნიმუშად გამოიყენოს ჟურნალის რომელიმე ნომერი (იხ. ბმული)  და ვალდებულია მკაცრად დაიცვას ჟურნალში გამოყენებული ციტირების სტილი და წესები. 

5. სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს   Sylfaen_12  ფონ­ტით, უცხო­­ენოვანი ტექსტი - Times  New  Roman_12  ფონ­­ტით ,  სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზო­მით , სტრიქონებს შო­რის დაშორება - ერთი ინტერვალი.

6. მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება. ამასთან, სარედაქციო კოლეგიისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება.

7. სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია  მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე: natia.chitashvili@tsu.ge  დამა­ტები­თი ინფორ­მაცი­­ისათვის  მოგვწერეთ ან  დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 77 94 97 78 (ნათია ჩიტაშვილი). 

8. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა.

გისურვებთ წარმატებებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე