ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-11

სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია 2017


შესაბამისობის განვითარების საგანმანათლებლო ცენტრი (CDEC), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან, თანამედროვე კერძო სამართლის ინტიტუტთან არსებულ კერძო სამართლის კვლევის სტუდენტურ ჯგუფთან, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტთან და პრეზენტატორთა კლუბ „პრეზენტატორიუმთან“ თანამშრომლობით, ახორციელებს სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით კონფერენციას კერძო სამართლის მიმართულებით.
პროექტი მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვას კერძო სამართალში არსებული აქტუალური და პრობლემატური საკითხების კვლევით პროცესში.

პროექტი განხორციელდება რამდენიმე ეტაპად:
I - ტრენინგი აკადემიურ წერაში;
II - ნაშრომების შედგენა;
III - ტრენინგი ეფექტურ პრეზენტაციაში;
IV - ნაშრომების ზეპირი წარდგენა.
იხ. კონფერენციის სამუშაო თემები

სტუდენტს უფლება აქვს საკვლევად აირჩიოს შემოთავაზებული თემებიდან ერთ-ერთი ან, სურვილის შემთხვევაში, ნაშრომი მოამზადოს სხვა კერძოსამართლებრივ საკითხზე.
პროექტის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო კონფერენციაში საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს - სიმბოლური პრიზები.
ამასთან, სამი საუკეთესო ნაშრომი დაიბეჭდება ჟურნალ „სამართლის მიმოხილვაში“.

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ წინამდებარე აპლიკაციის ფორმა
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2017 წლის 16 მაისი, 00:00 საათი!
რეგისტრაციის შემდეგ თითოეულ სტუდენტს მიენიჭება ნომერი. ნომრის მინიჭება კონფიდენციალობის დაცვისა და კონკურსის თანაბარ პირობებში წარმართვის მიზნით ხორციელდება.
ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2017 წლის 11 ივნისი, 18:00 საათი!

ზეპირი მოხსენებები გაიმართება 2017 წლის 16 ივნისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელისაბედ შენგელია
(+995) 595951308
shengeliaelisabed@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე