სტუდენტთა საყურადღებოდ

2012-09-20

სტუდენტთა საყურადღებოდ

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია ასრულებს სამუშაო ჯგუფების ფორმირებას.

სამუშაო ჯგუფების ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება 23 სექტემბერს.

სტუდენტებისათვის სამუშაო ჯგუფებში დარეგისტრირებისას თანაბარი ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო ჯგუფების არჩევას შეძლებთ ცხრილების დადებიდან

რამდენიმე საათში.

გთხოვთ თვალყური ადევნოთ ფაკულტეტის ოფიციალურ გვერდს, სადაც სამუშაო

ჯგუფების ცხრილების განთავსებასთან ერთად მოგეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია

სამუშაო ჯგუფებში რეგისტრაციის დაწყების ზუსტი დროის შესახებ.

Print

« იხ. ყველა სიახლე