პრეზიდენტის სტიპენდიებთან დაკავშირებით
პრეზიდენტის სტიპენდიებთან დაკავშირებით
გაცნობებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური
წახალისებისათვის კანდიდატთა შესარჩევი კომისია ამუშავებს იმ სტუდენტთა განაცხადებს,
რომლებმაც შემოიტანეს საბუთები პრეზიდენტის სტიპენდიის მოსაპოვებლად. იურიდიული
ფაკულტეტისათვის გამოყოფილ 68 ადგილზე შემოტანილია 220 განაცხადი.
ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ 18 დეკემბრის 15 საათისათვის იურიდიული
ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსდება კანდიდატთა საერთო რეიტინგი (220
სტუდენტის სია მათი მონაცემების მითითებით) და სავარაუდო სტიპენდიანტთა სია
(გამოქვეყნდება სამუშაო ვერსია, რომელიც დასაბუთებული პრეტენზიის არსებობის
შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს).
18 დეკემბრის 16 საათიდან დაინტერესებულ პირებს შეხვდება შესარჩევი კომისიის
წარმომადგენელი, რომელიც განიხილავს კონკრეტულ კანდიდატთა პრეტენზიებს. (მის:
თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 3, 0179, თსუ, II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტი, ოთახი N127)
გისურვებთ წარმატებებს!
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია.
« იხ. ყველა სიახლე