2015-09-15
"შემოდგომის ლეგენდა 2015"
კიბის ეფექტიI ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი
შენი აღმოჩენის დროა!
თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.
კონკურსი უკვე მეშვიდედ ჩატარდება და მასში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან.
წელს ლეგენდის ფინალურ ტურს ყვარელში, ილიას ტბის პირას მდებარე ქართული შატო - როიალ ბატონი უმასპინძლებს. გაატარეთ შემოდგომის სამი დაუვიწყარი დღე კახეთში, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს.
ლიტერატურულმა კონკურსმა სტარტი 14 სექტემბერს აიღო და ორ ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი – შიდაშესარჩევი ტური
მონაწილეობის მსურველებმა, 11 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გამოაგზავნოთ:
- პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია;
- შევსებული ანკეტა.
უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:
I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
www.tsu.edu.ge
2 22 23 91
www.facebook.com/tsu.legenda
« იხ. ყველა სიახლე