დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების შესახებ 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების შესახებ 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
დოქტორანტურაში მიღების ვადები :
ა) საბუთების მიღება – 5 - 13 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 15 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 19 – 21 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 23 – 27 სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 28 სექტემბერი – 7 ოქტომბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 8 ოქტომბერი.
დოკუმენტების მიღება ხორციელდება იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სამდივნოში (128 ოთახი)
წარსადგენი საბუთების ნუსხა:
განცხადება
თსუ-ს რექტორის სახელზე ( მიუთითეთ რომელი უცხო ენის ჩაბარება გსურთ)
განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV); ორი ფოტოსურათი 3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე;
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი,
( 2011 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულისათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა; უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი
სერთიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ახსნა-განმარტება
იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა
საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს
სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება.
« იხ. ყველა სიახლე