„ჯეი–ემ–ქეი“–ს გათამაშება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამართლის სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის
„ჯეი–ემ–ქეი“–ს გათამაშება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამართლის სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის
2012 წლის 29, 30 და 31 მარტს „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ იურიდიული
ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამართლის სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის
გათამაშებას იწყებს.
„ჯეი-ემ-ქეი“-ს Facebook-ის გვერდზე სამი დღის განმავლობაში დაისმება დღეში 4, ჯამში კი - 12 შეკითხვა.
გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გაივლის სტაჟირებას პროფესიონალ
იურისტებთან ერთად ამავე კომპანიაში.
სტაჟირების თაობაზე გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულსა და შპს „ჯეი-ემ-ქეი“–ს შორის.
გამარჯვებულს სტაჟირების გავლის შემდეგ გადაეცემა სტაჟირების გავლის
დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გათამაშების წესები დაწვრილებით იხილეთ კომპანიის ოფიცალურ Facebook–ის გვერდზე:
„ჯეი–ემ–ქეი“–ს შესახებ: „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ ლიდერებით
დაკომპლექტებული, პროფესიონალთა სამაგალითო გუნდია, რომლის უმთავრეს ღირსებას
პარტნიორთა ნიჭი, გამოცდილება და შემოქმედებითი პოტენციალი წარმოადგენს. კომპანია
დაფუძნდა 2011 წელს. მისი დამფუძნებელი პარტნიორები არიან: მიხეილ ჯიქია, მამუკა
მამალაძე და გია ქავთარაძე. საზოგადოების პარტნიორებს გააჩნიათ მუშაობის დიდი
გამოცდილება საჯარო სამსახურსა და კომერციულ ორგანიზაციებში.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: კლიენტის ინტერესის უპირატესობა,
მაღალი პროფესიონალიზმი და მიზნის მისაღწევად საჭირო ოპტიმალური გზის გამოძებნა,
ხოლო მუდმივი სწრაფვა პროფესიული სრულყოფისაკენ, ამ პრინციპების განუყოფელი ნაწილია [www.JMK.ge]
« იხ. ყველა სიახლე