2013-07-01

მაგისტრანტების საყურადღებოდ

სამაგისტრო ნაშრომების ჩაბარების წესები

2012–2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების ჩაბარების ვადა განსაზღვრულია 1–8 ივლისის ჩათვლით. ნაშრომების ჩაბარება ხდება იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის კოორდინატორებთან (მე–2 კორპუსი, 130–ე ოთახი). ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს სამაგისტრო ნაშრომის მიმართ მოქმედი წესებით დადგენილ აკადემიურ სტანდარტებს.

ასევე, აუცილებელია სტუდენტი გაეცნოს სამაგისტრო გამოცდის მიმართ მოქმედ წესებს, რათა მოახდინოს სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარება ყველა პროცედურული წესის დაცვით, გაეცნოს საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს.

როგორ ხდება სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარება?

1. სტუდენტი ნაშრომს აბარებს ბეჭდური სახით, სათანადო წესით აკინძულს, ერთ ეგზემპლარად.

2. სტუდენტი ნაშრომს აბარებს უშუალოდ თვითონ ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლის შემთხვევაში ეს უკანასკნელი სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული სტუდენტის მიერ ნაშრომის ჩაბარების წესებთან დაკავშირებით. წარმომადგენელმა უნდა აცნობოს ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომ აბარებს სხვის ნაშრომს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი გაუგებრობის რისკი გადადის სტუდენტზე.

3. ნაშრომის ჩაბარებისას სტუდენმა/წარმომადგენელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, სადაც ხელმოწერით დასტურდება, რომ ნაშრომი ჩაბარებულია ვადაში. სპეციალური ფორმის შევსების გარეშე ნაშრომი არ ჩაითვლება ჩაბარებულად.

4. ნაშრომს აუცილებლად უნდა ახლდეს ტექსტი, რომ ნაშრომი შესრულებულია ავტორის მიერ.

(ტექსტი იხ.)


გაითვალისწინეთ:

1. ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადაა 2013 წლის 8 ივლისი, 18:00 სთ. დაგვიანებით წარმოდგენილი ნაშრომები არ მიიღება.

2. არ მიიღება ნაშრომები, რომლებიც სემესტრის დასაწყისში არ იყო სათანადო წესით რეგისტრირებული.

სტუდენტი ნაშრომის ზეპირ დაცვაზე დაიშვება:

1. თუ მას გავლილი აქვს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და ზეპირ დაცვამდე დაფარული აქვს გადასახადი სრულად.

2. სტუდენტს ნაშრომის დაცვის მომენტისათვის დაგროვებული აქვს 90 კრედიტი ყველა სავალდებულო კომპონენტის გათვალისწინებით.

3. ზეპირ დაცვამდე მისი ნაშრომი შეფასებულია მინიმუმ 31 ქულით.

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია გთხოვთ, გაითვალისწინოთ ფაკულტეტის მიერ დადგენილი რეკომენდაციები და დაიცვათ ყველა წესი ყოველგვარი გაურკვევლობისა და პრობლემის თავიდან აცილების მიზნით.

დამატებით ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2290819

გისურვებთ წარმატებებს!

Print

« იხ. ყველა სიახლე