2014-11-19

სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები 2014/2015 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის


საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ის ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ფსიქოლოგიისა და განათლების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის II და III და მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლის უფლების მოსაპოვებლად.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ენის ცოდნა!!!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

Ø   C V (ქართულ და იტალიურ ენებზე)

Ø   მოტივაციის წერილი (იტალიურ ენაზე, 5 ეგზემპლარად)

Ø   აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდით დამოწმებული)

Ø   რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)

Ø   ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ

Ø   პასპორტის ასლი

მიმღები უნივერსიტეტი კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:

Ø   უფასო სწავლა

Ø   ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში

Ø   კვების ბარათი

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 25 ნოემბრის 16 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და დოკუმენტების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ-ის I კორპუსი, 121-ე ოთახი)

შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადი არ მიიღება!

Print

« იხ. ყველა სიახლე