სტუდენტთა საყურადღებოდ
სტუდენტთა საყურადღებოდ
აკადემიური რეგისტრაციები გრძელდება და საგნებზე ადგილების დამატება მოთხოვნების გათვალისწინებით განხორციელდება შაბათს, 2 მარტს 15 საათზე და კვირას, 3 მარტს 15 საათზე. სავალდებულო საგნებზე ადგილების დამატება მოხდება სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.
არჩევით დისციპლინებზე რეგისტრაცია მოხდება პრინციპით ,,დროში პირველი - უფლებაში უპირატესი“.
ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მოგვწეროთ sms.tsu.ge–დან გრაფაში ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“. თუ ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ sms.tsu.ge–ს, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემების“ გრაფიდან გამოგვიგზავნოთ შეტყობინება საგნის მითითებით. აღნიშნული იქნება გათვალისწინებული ადგილების დამატებისას.
« იხ. ყველა სიახლე