კლინიკები მაგისტრანტებისთვის
კლინიკები მაგისტრანტებისთვის
იწყება გაზაფხულის სემესტრისათვის კლინიკის გავლის მსურველ მაგისტრანტთა
განაცხადების მიღება.
შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:
I მოდულის კლინიკები
• პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი);
• იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი, სისხლის სამართლის
მიმართულების სტუდენტებისთვის. ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი);
• მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა
(20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი);
II მოდულის კლინიკები:
• ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლინიკა (10 კრედიტი)
• საქალაქო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი);
• სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი);
• საადვოკატო და საარბიტრაჟო კლინიკა (10 კრედიტი);
• მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული მედიაციის კლინიკა (10 კრედიტი);
• მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო სტაჟირება
(10 კრედიტი, წინაპირობა – კლინიკაში საქმიანობის დასაწყებად აუცილებელია
მაგისტრანტს გავლილი ჰქონდეს 20 კრედიტიანი მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის
ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა);
• აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი);
• ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი);
• პოლიციის აკადემიის კლინიკა (10 კრედიტი);
• იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი);
• ერისთავის იურიდიული ჯგუფის საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი);
• კორძაძის საადვოკატო ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი);
• საკონსტიტუციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი);
• საქპატენტის კლინიკა (10 კრედიტი, კლინიკა მდებარეობს მცხეთაში);
• სამართლებრივი დახმარების ცენტრი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კლინიკა (10 კრედიტი);
დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ
ელექტრონულ მისამართზე anapenti@yahoo.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 მარტი.
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს (577 47 55 15)
« იხ. ყველა სიახლე