2019-05-01
სემინარი უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით ლინგვისტიკისა და სამართლებრივი ენის შესახებ
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული
გრანტის (ფუნდამენტური კვლევები სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი FR17_85,
საგრანტო პროექტის - ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი
ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო
ადმინისტრაციის სფეროში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების
ნორმების შემუშავება, ფარგლებში მიმდინარე წლის 3 მაისს 15.00 გაიმართება სემინარი უცხოელ ექსპერთა მონაწილეობით ( პატრიკ ზაბალბეასკოა - პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის პროფესორი (ბარსელონა), ელისეო სიერა ნოგუერო - ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორი, რაკელ როდრიგესი - მადრიდის ენათა ოფიციალური ცენტრის წამყვანი მასწავლებელი).
სემინარის სამუშაო ენა - ესპანური
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზ. 1, აუდ. 212.
« იხ. ყველა სიახლე