2014-06-12

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოვება

2014 წლის 13 ივნისს, 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოვება. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის; კერძო სამართლის; საერთაშორისო და კონსტიტუციური სამართლისა და სამართლის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებმა.
იურიდიული ფირმა "გაბუნია და პარტნიორების" ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი დიმიტრი გაბუნია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულს (კერძო სამართლის მიმართულებით) გადასცემს ერთჯერად ფულად ჯილდოს იურიდიული ფირმის სახელით.
Print

« იხ. ყველა სიახლე