იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ სტიპენდია
იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ სტიპენდია
იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიდან საუკეთესო სტუდენტისათვის გეგმავს სტიპენდიის დაწესებას. სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა შეძლოს წარმატებით გადალახოს რამდენიმე შესარჩევი ეტაპი. პირველ რიგში, სტუდენტთა შერჩევა მოხდება მათი აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის გათვალისწინებით. კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ სტუდენტებს გაესაუბრება წინასწარ დადგენილი კომისია, რომელიც მათგან შეარჩევს მხოლოდ ერთ სტუდენტს. გამარჯვებულს იურიდიული ფირმა „MKD“ დაუნიშნავს სტიპენდიას ერთი სასწავლო წლის ვადით.
მიმდინარე წლის 7 ივნისს 11:00 საათზე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთო მიმართულების ბიბლიოთეკაში (II კორპუსი, I სართული) იურიდიული ფირმა „MKD“-ს წარმომადგენლები აღნიშნულ სტიპენდიასთან დაკავშირებით შეხვდებიან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და წარუდგენენ პრეზენტაციას სტიპენდიის პირობებთან დაკავშირებით.
« იხ. ყველა სიახლე