დეკანის ბრძანება №3

2012-03-12

დეკანის ბრძანება №3

ცვლილებები შეტანილია

დეკანის 16.03.2012, #4 ბრძანებით

დეკანის ბრძანება

№3

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიულ ფაკულტეტზე შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომში
გამოსაყენებელი უცხოენოვანი სამეცნიერო წყაროების
რაოდენობის განსაზღვრის შესახებ (16.03.2012, #4 ბრძანება)

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, ა(ა)იპ – ივანე

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30-ე მუხლის

მე-4 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოში კონტინენტურ-ევროპული და ანგლო-ამერიკული იურიდიული სისტემების

რეცეფციის, კონტინენტურ-ევროპული სამართლის განვითარების ხელშეწყობის,

თანამედროვე ევროპული იურიდიული აზროვნების ჩამოყალიბების, განვითარებისა და

მასთან დაახლოვების, მსოფლიოს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცესთან

საქართველოს ინტეგრაციის, დასავლური იურიდიული კვლევის ხელშეწყობის, სამართლის

თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენის, კვლევის თანამედროვე საერთაშორისო

პრინციპების დანერგვის მიზნით (16.03.2012, #4 ბრძანება),

ვბრძანებ:

1. იურიდიული ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე შესრულებულ

(რეფერატი, წინასამაგისტრო და სამაგისტრო ნაშრომი, დოქტორანტის სემინარი,

კოლოქვიუმი, სადისერტაციო ნაშრომი), ასევე „სამართლის ჟურნალში“ გამოსაქვეყნებლად

წარდგენილ ყველა სახის სამეცნიერო ნაშრომში მითითებულ სამეცნიერო წყაროთა საერთო

რაოდენობის არანაკლებ 4/5 უნდა შეადგენდეს დასავლეთევროპულ ენებზე შესრულებულ

ლიტერატურას, გარდა თემის სპეციფიკიდან გამომდინარე გამონაკლისი შემთხვევებისა

(16.03.2012, #4 ბრძანება).

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

დეკანი, ასოცირებული პროფესორი

ირაკლი ბურდული

Print

« იხ. ყველა სიახლე