2014-11-21

სტუდენტების შეხვედრა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილთან

 

  ორშაბათს, 24 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე აკადემიური კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართება სტუდენტების შეხვედრა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილთან და საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის   დეპარტამენტის უფროს ნათია მეზვრიშვილთან, თემაზე: „ოჯახური ძალადობა“.

დასწრება თავისუფალია.


Print

« იხ. ყველა სიახლე