საერთაშორისო სამართლის ჟურნალი
2010-06-13
საერთაშორისო სამართლის ჟურნალი
იწყება საერთაშორისო სამართლის ჟურნალისთვის სტატიების მიღება!ჟურნალი გამოიცემა წელიწადში 2-ჯერ.
ჟურნალის მიზანია:
- საერთაშორისო სამართლის უახლესი მიღწევების გაცნობა ქართველი მკითხველისათვის;
- ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების განმტკიცება საქართველოში;
- ამიერკავკასიის რეგიონში იურისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- საქართველოში საერთაშორისო სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებს, პრაქტიკოს და თეორიტიკოს იურისტებს. სტატია შესრულებული უნდა იყოს ფონტით AcadNusx/Arial (ზომა – 12); სტატია არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს (1 გვერდი 2000 სიმბოლო).
სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 14 ივნისი.
საკონტაქტო პირი: რუსუდან ტუშური - rusudantushuri@yahoo.com
« იხ. ყველა სიახლე