სტუდენტური დღეები 2012

2012-04-30

სტუდენტური დღეები 2012

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ა.წ. 14–25 მაისს

ტარდება “სტუდენტური დღეები 2012”, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს

ყველა უნივერსიტეტი. აღნიშნულ ღონისძიებაში უნივერსიტეტი უნდა წარმოადგინონ

სტუდენტური დღეების შიდა საუნივერსიტეტო ტურის გამარჯვებულმა სტუდენტურმა ჯგუფებმა.

კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის

ორგანიზებით იგეგმება აღნიშნული ღონისძიების შიდა საუნივერსიტეტო ტურის ჩატარება.

თსუ–ს “სტუდენტური დღეები 2012–ის” ჩასატარებლად აუცილებელია უნივერსიტეტის

ფაკულტეტებისა და სკოლების მაქსიმალური ჩართულობა, ღონისძიება გაიმართება 2012

წლის 9, 10 და 11 მაისს.

სტუდენტების რეგისტრაცია იწარმოებს ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის

ოთახებში, 3 მაისის ჩათვლით.

Print

« იხ. ყველა სიახლე