ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ

2013-02-27

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაციების პროცესში დახმარების გაწევის მიზნით 28 თებერვლის 15 საათიდან (ასევე 1 და 4 მარტს) იურიდიულ ფაკულტეტზე (რესურსცენტრსა და იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში) იმუშავებს სტუდენტებისაგან შემდგარი მობილური ჯგუფი, რომელიც კონსულტაციებს გაგიწევთ ამ პროცესის წარმმართვაში და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ საგნის არჩევაში.

ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ თუ ვერ დარეგისტრირდებით სასურველ დისციპლინაზე, გთხოვთ მოგვწეროთ sms.tsu.ge-დან. ამისათვის გრაფაში ,,წერილის სახე“ მიუთითეთ ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ და გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“ მიუთითეთ სასურველი დისციპლინა. აუცილებელია, რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური სახით, არამედ გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“, რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება. მონაცემები დამუშავების შემდეგ მოთხოვნად საგნებზე შეძლებისდაგვარად დაემატება ადგილები.

აქვე ვაზუსტებთ, რომ 28 თებერვალს 15 საათიდან მოგეცემათ ყველა საგნის (სავალდებულო და არჩევითი) არჩევის შესაძლებლობა. სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება განუწყვეტლივ მოთხოვნის შესაბამისად და არცერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.

არჩევით დისციპლინებზე რეგისტრაცია მოხდება პრინციპით ,,დროში პირველი - უფლებაში უპირატესი“. არჩევით საგნებზე ადგილები დაემატება 28 თებერვალს განუწყვეტლივ, მთელი დღის მანძილზე, ხოლო 1 მარტიდან შესაძლებლობის ფარგლებში - დღის 12 და 15 საათზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე