მაგისტრანტთა რეგისტრაცია კლინიკებში

2011-02-16

მაგისტრანტთა რეგისტრაცია კლინიკებში

მაგისტრანტთა საყურადღებოთ!

დაიწყო გაზაფხულის სემესტრისთვის მაგისტრანტთა რეგისტრაცია კლინიკებში. კლინიკაში მოსახვედრად მაგისტრანტები გაივლიან გასაუბრებას.

გასაუბრების ჩატარების განრიგი:

  1. საარბიტრაჟო და საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი) – 18 თებერვალი 18:00 საათი 213-ე ოთახი.
  2. მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი)+სამოსამართლეო ეთიკა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები(5-5 კრედიტი) – 22 თებერვალი 13 საათი 213-ე ოთახი.
  3. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ კლინიკა (20 კრედიტი) – 22 თებერვალი 16:00 საათი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა (რუსთაველის გამზირი # 30)
  4. ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლინიკა (20 კრედიტი) – 23 თებერვალი 18:00 საათი 213-ე ოთახი.
  5. საადვოკატო კლინიკა „ერისთავი და კომპანია“ (20 კრედიტი) – 24 თებერვალი 17:00 საათი 213-ე ოთახი.
  6. პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი) – 25 თებერვალი 12:00 საათი 213-ე ოთახი (გასაუბრებაზე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ბაკალავრიატის ნიშნების ფურცლის ასლი).
  7. სააპელაციო სასამართლის კლინიკა (20 კრედიტი) – 25 თებერვალი 18:00 საათი 213-ე ოთახი.
  8. იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი) + პრაქტიკული უნარ-ჩვევები (5 კრედიტი) – 28 თებერვალი 17:00 საათი 213-ე ოთახი.
  9. პოლიციის აკადემიის კლინიკა (20 კრედიტი) – 1 მარტი 12:00 საათი 213-ე ოთახი.
  10. სასამართლო საქმისწარმოებისა და მენეჯმენტის კლინიკა (რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბაზაზე/ 20 კრედიტი) – 2 მარტი 11:00 საათი 213-ე ოთახი.
  11. MKD- ს საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი) – დაინტერესებულმა სტუდენტებმა 23 თებერვლის ჩავთვლით გამოგზავნეთ თქვენი პირადი მონაცემები (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – anapenti@yahoo.com გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა გამოგზავნეთ შევსებული განაცხადის ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – anapenti@yahoo.com

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკებისა, გაზაფხულის სემესტრში შემოთავაზებული იქნება:

  • ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კლინიკა
  • აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა
  • საქალაქო სასამართლოს კლინიკა
  • პროკურატურის კლინიკა

აღნიშნული კლინიკების გასაუბრების თარიღები გამოქვეყნდება მოგვიანებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კლინიკების დირექტორს ანა ხარაიშვილს
Tel: (+99577) 47 55 15
E-mai: anapenti@yahoo.com
ana.kharaishvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე