2014-10-02
მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტაცია ამუშავებს sms.tsu.ge-დან თქვენს მიერ საგნებზე ადგლების დამატებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამ ეტაპზე არც ერთი თქვენთაგანი არ არის რეგისტრირებული კლინიკებზე. კლინიკებზე რეგისტრაციის შემდგომ საგნებზე რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა სავარაუდოდ შემცირდება და შესაძლოა ზოგიერთი თქვენთაგანი ამოეწეროს რეგისტრირებული დისციპლინიდან. ამდენად, ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგნებზე ადგილების დამატება, თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით, განახორციელოს ორშაბათს,
6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მას მერე, რაც 20 კრედიტიან კლინიკებზე რეგისტრაცია იქნება დასრულებული და რეალურად გამოჩნდება სტუდენთა საგნებზე რეგისტრაციის საჭიროებები.
10 კრედიტიან კლინიკებზე რეგიტრაციის მსურველებს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ საკუთარ სასწავლო ბარათში უნდა დატოვოთ თავისუფალი 10 კრედიტი (და არ შეავსოთ იგი დაზღვევის მიზნით საგნებზე რეგისტრაციით). ფაკულტეტი იღებს ვალდებულებას, რომ თქვენს მიერ შერჩეული ხუთი კლინიკიდან თქვენ აუცილებლად გაგანაწილებთ ერთ-ერთში. თუკი თქვენს მიერ მაინც განხორციელდა რეგისტრაცია საგანზე, თქვენი რეგისტრაცია კლინიკაზე არ განხორციელდება
« იხ. ყველა სიახლე