2014-07-15
კონფერენცია თემაზე: „საკანონმდებლო ცვლილებები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები ქართულ სისხლის სამართალში“
თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:
„ცვლილებები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები ქართულ სისხლის სამართალში
(სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები)“
კონფერენცია ჩატარდება ა/წ 18-19 ივლისს, 10:00 სთ-დან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)
ღონისძიება ტარდება ევროკავშირის პროექტის
„სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ თანადგომით
გთხოვთ, გვეწვიოთ
« იხ. ყველა სიახლე