2015-11-27
ადამ მიხნიკის საჯარო ლექცია!
1 დეკემბერს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია #107. ცნობილი პოლონელი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ესეისტი და ისტორიკოსი ადამ მიხნიკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროკავშირი - რეალობა და მოლოდინები“. ლექციის შემდეგ გაიმართება ღია დისკუსია, რომელშიც სტუდენტებთან ერთად, ჩაერთვებიან მიხნიკის ქართველი კოლეგები. საუბარი შეეხება იმ გამოწვევებს, რომელიც დემოკრატიზაციის გზაზე მდგარ ქვეყანას ელოდება. ლექციას დაესწრებიან რექტორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილე სოსო სალუქვაძე, რომელიც მოდერაციას გაუწევს დისკუსიას.სამუშო ენა: პოლონური ქართული თარგმანით.
საჯარო ლექციას დაესწრება პირველი 15 სტუდენტი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას.
« იხ. ყველა სიახლე