2016-08-01

ცხადდება მიღება იტერდისციპლინურ, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა"


თსუ - შპაიერის უნივერსიტეტთან ერთად გთავაზობთ:

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პირველ სამაგისტრო პროგრამას საქართველოში

„საჯარო მმართველობა“

Ø პროგრამა ინტერდისციპლინურია და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ( A , B, C) ტესტი გაქვთ ჩაბარებული

Ø 2 თვიანი სტაჟირება ევროპის ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებში

Ø ექსკლუზიური სალექციო კურსები გერმანელ პროფესორებთან

Ø სწავლა ინგლისურ ენაზე

 


საბუთების მიღება იწარმოებს თსუ II კორპუსის 124-ე ოთახში: 

29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით

 

წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი :

1.   განცხადება თსუ რექტორის სახელზე ;

2.     ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 . და ელექტრონული ვერსია CD- ზე ;

3.     ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი ( თსუ - კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის / შესაბამისი ფაკულტეტის მიერ , ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი ; 2016  წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე );  

4.     პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ( პასპორტის ) ასლი ;

5.     უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში );

6.   ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში );

7.     წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი ( ან სამხედრო ბილეთი , ასეთის არსებობის შემთხვევაში );

8.     უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ).

9.   CV ინგლისურ ენაზე , რომელიც ასევე გამოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონულად საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ელ-ფოსტაზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 2 – 22- 10 – 97 ; 577 – 713 – 000

E-mail:       tamar.berishvili@tsu.ge

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე