სტუდენტთა საყურადღებოდ

2013-02-08

სტუდენტთა საყურადღებოდ

იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2013 წლის 30 იანვრის სხდომაზე განხილულ იქნა ორი

სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. საქმე ეხებოდა მათი მხრიდან

უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევას, რაც გამოიხატა

სხვა სტუდენტის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობაში, ასევე, მოტყუებითა და სხვა

დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით შეფასების მიღების მცდელობაში.

ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა არსებულ გარემოებებზე და დაადგინა: მიუხედავად იმისა,

რომ ფაკულტეტის საბჭოს ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული სტუდენტებისათვის შეეწყვიტა

სტუდენტის სტატუსი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის შინაგანაწესის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების 36 –ე

მუხლის ,,ბ” პუნქტი ითვალისწინებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას შეფასების

მოტყუებით ან სხვა დაუშვებელი ხერხებით მიღების მცდელობის შემთხვევაში), ამ

ეტაპზე, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მათ გამოეცხადათ საყვედური. ამასთან

ერთად, ფაკულტეტის საბჭო აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში

ფაკულტეტის საბჭო მიიღებს უფრო რადიკალურ ზომებს და განიხილავს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხს.

Print

« იხ. ყველა სიახლე