იუსტიციის სამინისტრო – "ჩვენი საზოგადოება"

2012-06-26

იუსტიციის სამინისტრო – "ჩვენი საზოგადოება"

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტის "ჩვენი საზოგადოება" ფარგლებში თსუ

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართება

მიღება ქალაქ რუსთავის იუსტიციის სახლსა და შემდგომ – საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

ღონისძიების მიზანია, სტუდენტები გაეცნონ, როგორ მუშაობენ იუსტიციის სამინისტრო და

იუსტიციის სახლები, შეხვდნენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და უშუალოდ მათგან

მოისმინონ იუსტიციის სისტემაში შესრულებული რეფორმების, მნიშვნელოვანი პროექტების,

სიახლეებისა და გეგმების შესახებ; ღონისძიების ზოგადი მიზანი სტუდენტთა

ინფორმირება და საზოგადოებრივი აქტიურობის ხელშეწყობაა.

3 ივლისს, 13:00 საათზე სტუდენტები თსუ მეორე კორპუსიდან გაემგზავრებიან ქალაქ

რუსთავში, ესტუმრებიან იუსტიციის სახლს და შემდგომ დაბრუნდებიან თბილისში,

შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროში. ტრანსპორტირება სრულად იქნება

უზრუნველყოფილი იურიდიული ფაკულტეტის მიერ – უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტამდე.

ღონისძიება, დაახლოებით, ოთხ საათს გასტანს.

ვიზიტის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ამდენად, მასში ჩაერთვება ის ოცი

სტუდენტი, რომელიც რეგისტრაციისათვის პირველი გაგზავნის მის საკონტაქტო მონაცემებს

იურიდიული აკულტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე LAW@TSU.ge თემის ველში

შემდეგი მითითებით: იუსტიციის სამინისტრო – "ჩვენი საზოგადოება".

ამდენად, რეგისტრაცია წარიმართება პრინციპით, "first come, first served"

მიმდინარე წლის 2 ივლისს, 17:30 საათამდე. დამატებითი შეკითხვები მიიღება

ელექტრონული ფოსტის იმავე მისამართზე თემის ველში შემდეგი მითითებით: შეკითხვა –

იუსტიციის სამინისტრო – "ჩვენი საზოგადოება".

Print

« იხ. ყველა სიახლე