”სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალის” პირველი გამოცემა

2010-04-22

”სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალის” პირველი გამოცემა

”სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალის” პირველი გამოცემა წარმოადგენს პირველ რეგიონალურ სამართლებრივ პერიოდულ გამოცემას სამხრეთ კავკასიაში. ჟურნალის მიზანია სამართლებრივ საკითხებზე პროფესიული დისკუსიის ხელშეწყობა და როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონალურ დონეზე და ამით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების იურისტებისთვის მეზობელი ქვეყნების სამართლებრივი სისტემის უფრო ახლოს გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის მიცემა.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში არსებული სამართლებრივი პერიოდიკა ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ცოტაა პროფესიული დისკუსია იურისტებს შორის. იშვიათია სასამართლოების გადაწყვეტილებათა მეცნიერული განხილვა, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და პროფესიული დისკუსია სამართლებრივი სისტემის ტენდენციებსა და სასამართლო პრაქტიკის მიმართულებებზე. სწორედ ამგვარი დისკუსიის წახალისებას ისახავს მიზნად ”სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალი”.

ჟუნრალის შექმნის მიზნით ჩამოყალიბდა სარედაქციო ჯგუფი, რომელშიც წარმოდენილი არიან სამივე ქვეყნის იურისტები. სარედაქციო ჯგუფს ხელმძღვანელობს გერმანიის ფედერალური სოციალური სასამართლოს მოსამართლე ნორბერტ ბერნსდორფი. პირველი საპილოტო გამოცემის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია მოხდა ამა წლის აპრილში სამივე ქვეყნის დედაქალაქში. ამას გარდა, შესაძლებელია ელექტრონული ვერსიის უფასოდ ჩამოტვირთვა ვებ-გვერდიდან www.gtz.de/law-caucasus. ასევე შესაძლებელია, ჟურნალის მომავალი გამოცემების უფასო აბონირება. ამისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ორგანიზაცია, მისამართი, ტელეფონის ნომერი) რედაქციის ელ-ფოსტის მისამართზე: lawjournal_caucasus@gtz.de

მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი ყველა სახის გამოხმაურება - კრიტიკა, წინადადებები - ჟურნალთან დაკავშირებით.
Print

« იხ. ყველა სიახლე