საერთაშორისო კონფერენცია - „კერძო სამართლის განვითარება კავკასიას და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით“.
2012-10-23
საერთაშორისო კონფერენცია - „კერძო სამართლის განვითარება კავკასიას და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით“.
17-19ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა, ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ფოლკსვაგენის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კერძო სამართლის განვითარება კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში, ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლატაციის მეშვეობით“.
კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:
- სამოქალაქო სამართლის რეფორმა - „Legal Transplants”-ის მიხედვით;
- სამოქალაქო სამართლის რეფორმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სივრცეში;
- შედარებითი სამართლებრივი კვლევები ევრაზიის სამართალში (სტიპენდიატების და ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების ნაშრომები).
კონფერენციის დასაწყისში თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა ჰამბურგის მაქს პლანკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს - იურგენ ბაზედოვს.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ცნობილი მეცნიერები გერმანიიდან, კავკასიისა და ცენტრალური/შუა აზიის რეგიონებიდან.
« იხ. ყველა სიახლე