თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სამართლებრივ ოლიმპიადაში გაიმარჯვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სამართლებრივ ოლიმპიადაში გაიმარჯვა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, ატარებს სტუდენტურ
ოლიმპიადას “ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის” მთელი
საქართველოს მასშტაბით.
საიამ საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური
მხარდაჭერით, კვლავ გამოაცხადა კონკურსი ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.
ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 80-მდე გუნდმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
წინასწარ შეთავაზებული კაზუსის ფარგლებში მომზადებული სარჩელისა და შესაგებელის
საფუძველზე მოხდა საუკეთესო 8 გუნდის შერჩევა.
9-10-11 დეკემბერს შერჩეული გუნდების მონაწილეობით ტრადიციისამებრ, ოლიმპიადა
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა.
საკმაოიდ საინტერესოდ წარმართული პროცესები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის
შემადგენლობაშიც როგორც ქართველი, ისე ევროპელი მოსამართლეები შედიოდნენ.
ჟიური ამავე დროს წარმოადგინა სასამართლო კოლეგიას და წარმართავდა იმიტირებულ პროცესებს.
პირველ დღეს გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები, ხოლო ოლიმპიადის მეორე დღეს
ფინალისტების ვინაობაც გაირკვა
ფინალური შეხვედრა ძალიან დრამატული და დაძაბული აღმოჩნდა. საბოლოოდ გამოიკვეთა
გამარჯვებული გუნდი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენდა და
მის შემადგენლობაში იყვნენ თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტები:
რევაზ სვანაძე, გიორგი სულხანიშვილი და ლევან მაისურაძე. გამარჯვებულებს გადაეცათ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გარდამავალი თასი, რომელიც 1 წლის
განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩება.
ოლიმპიადის საუკეთესო მოსარჩელედ თსუ–ს სტუდენტი ლევან მაისურაძე დასახელდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული, ასევე, თსუ-ს სტუდენტი ლევან მაისურაძე გახდა.
ასევე გამოვლინდა დონორის სიმპათია და ეს ჯილდო წილად საკონსტიტუციო სასამართლოს
რჩეულს და საუკეთესო მოსარჩელედ აღიარებულ ლევან მაისურაძეს ხვდა წილად,
რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ)
დაფინანსებითა და ხელშეწყობით გერმანიაში გაემგზავრება.
My Video
Adjara TV
1 TV.ge
« იხ. ყველა სიახლე