გასაუბრება სამართლებრივი ინგლისურის კურსით დაინტერესებულთათვის

2012-09-14

გასაუბრება სამართლებრივი ინგლისურის კურსით დაინტერესებულთათვის

2012–2013 წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტი სამართლის საბაკალავრო

პროგრამის სტუდენტებს კვლავ შესთავაზებს სამართლებრივი ინგლისურის კურსს, რომელიც

უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ფაკულტეტზე.

კურსს ხელმძღვანელობს მოწვეული პროფესორი, ქალბატონი მაია როგავა. კურსის მიზანია

სტუდენტთა მომზადება სამართლებრივი ინგლისურის კემბრიჯის საერთაშორისო

სასერტიფიკაციო გამოცდისათვის (Cambridge International Legal English Certificate - ILEC).

იურიდიული ფაულტეტის სტუდენტთა ორმა ჯგუფმა ძალზე წარჩინებული შედეგებით უკვე

მოიპოვა ეს სერტიფიკატი.

მონაცემები კურსის შესახებ:

* კრედიტების რაოდენობა – 8 კრედიტი;

* სალექციო განრიგი – ორშაბათი–ოთხშაბათი–პარასკევი, 13:00–14:00 სთ (ხანგრძლივობა – 2 აკადემიური სააათი).

კანდიდატებს მოეთხოვებათ მაღალი ინლისური ენობრივი კომპეტენცია – არანაკლებ “upper

intermediate” დონეზე. გასაუბრებას ჩაატარებს პროფ. მაია როგავა. გასაუბრების ზუსტი

დრო და ადგილი დარეგისტრირებულ სტუდენტებს დამატებით ეცნობებათ.

დაინტერესებულმა სტუდენტმა რეგისტრაციისათვის უნდა გამოგზავნოს საკუთარი სახელი,

გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის

მისამართი) ელექტრონული ფოსტის მისამართზე law@tsu.ge თემის ველში აუცილებელი

მითითებით “Interview – Legal English Course”.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2012 წლის 19 სექტემბერი, 17:00 საათი.

დამატებითი კითხვებით მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე law@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე