სტატიების მიღება საფაკულტეტო სამეცნიერო ჟურნალის 2012 წლის I ნომრისათვის
სტატიების მიღება საფაკულტეტო სამეცნიერო ჟურნალის 2012 წლის I ნომრისათვის
გაუწყებთ, რომ ცხადდება სტატიების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო
"სამართლის ჟურნალის" 2012 წლის I ნომრისათვის.
ავტორება უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1)განაცხადი (დანართი 1)
2)დოქტორანტის ან მაგისტრის მიერ სტატიის წარმოდგენის შემთხვევაში, სამეცნიერო
ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა.
3)სტატია ავტორის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს როგორც ნაბეჭდი და მის მიერ
ხელმოწერილი, ასევე ელექტრონული ფორმით.
ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი და სტატიის მიმართ
მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (დანართი 2)
სტატიების წარმოდგენა შესაძლებელია 2012 წლის 1 თებერვლამდე თსუ-ის იურიდიული
ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში. მისამართი:
თბილისი, ჭავჭავაძის 3, თსუ კორპუსი II, ოთახი № 124.
საკონტაქტო პირი: ნათია ჩიტაშვილი
ტელ.: 877 94 97 78
ელ.ფოსტა: natia.chitashvili@tsu.ge
natia.chitashvili@gmail.com
« იხ. ყველა სიახლე