თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის ირაკლი ბურდულის იურიდიული ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა.

2010-01-04

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის ირაკლი ბურდულის იურიდიული ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა.

ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების კონცეფცია

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამომავლო განვითარების ზოგად ხედვას, სტრატეგიული წინსვლის იმ მიმართულებას, რომელსაც, ჩემი აზრით, ფაკულტეტი უნდა დაადგეს. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ გეგმაში ჩამოყალიბებული იქნება ის საკითხები, რომლის რეალიზებამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ფაკულტეტის იმ ძირითადი მიზნის მიღწევას, რასაც სასწავლო- სამეცნიერო საქმიანობის წარმატებით განხორციელება და მომავალი თაობის ღირსეულ იურისტად ჩამოყალიბება ჰქვია.

საქართველოში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი წარმოადგენს სამართლის მეცნიერების, სტუდენტთა მომზადებისა და სამართლებრივად აღზრდის ძირითად კერას. იგი არის ახალგაზრდა თაობის სასწავლო-სამეცნიერო აღზრდის და იურისტად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ცენტრი. ამ მიზნის მისაღწევად ფაკულტეტის სამართლის პროგრამა განკუთვნილია იმისათვის, რომ სტუდენტს გამოუმუშავოს სამართლებრივი აზროვნების, იურიდიული საკითხების გარკვევის, კონკრეტული სამართლის ნორმის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. ამასთან, პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) მიზანი უნდა იყოს ფაკულტეტზე (უნივერსიტეტში) მიღებული განათლების ცნებურ-თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამისთვის, სტუდენტი, ასევე, კარგად უნდა დაეუფლოს იურისტისთვის საჭირო სავალდებულო მეთოდებს, რათა შეიძინოს ამა თუ იმ იურიდიული პრობლემის და საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა ჩაერთო ბოლონიის პროცესში და გახდა მისი განუყოფელი ნაწილი, ჩვენმა ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები იტვირთა. სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო იურიდიული ფაკულტეტის მოდერნიზება და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო იურიდიულ სივრცეში მისი ჩართვის მცდელობა. ეს ძალზე ხანგრძლივი პროცესია და მიზანი ერთ დღეში ვერ მიიღწევა. მხოლოდ სამსაფეხურიანი (სამციკლიანი) სასწავლო სისტემის ჩამოყალიბება არ ნიშნავს იმას, რომ მიზანი მიღწეულია. ეს მხოლოდ ის ჩარჩოა, რომელშიც უნდა იქნეს ეს მიზანი მიღწეული. ამისათვის კი ფაკულტეტს ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი.

სწავლების თითოეულ საფეხურს ის მიზანი აქვს, რომ გარკვეული დონის სპეციალისტის მომზადებას შეუწყოს ხელი. საბაზისო იურიდიული ცოდნის მიღებას ემსახურება ბაკალავრიატი, რომელმაც, როგორც წესი, კურსდამთავრებულს უნდა გამოუმუშავოს განსაზღვრული უნარ-ჩვევები, რომელსაც ეს უკანასკნელი რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებს და რომელმაც მას უნდა მისცეს დასაქმების რეალური შესაძლებლობა. უნდა ითქვას, რომ პრობლემას, ამ მხრივ, ქმნის ერთიანი სახელმწიფოებრივი ჩარჩოპირობების არარსებობა სწორედ იურიდიულ სფეროში. უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ ერთიანი საკანონმდებლო რეგლამენტაციის უქონლობა კიდევ უფრო ართულებს ამ საქმეს. ამიტომ, ფაკულტეტი, გარკვეულწილად, უნდა გამოვიდეს იმ სამართალშემოქმედებითი პროცესის მონაწილე, რომელიც პარალელურ რეჟიმში იმუშავებს სახელმწიფოსთან ერთად ასეთი ერთიანი სტანდარტის შექმნის თვალსაზრისით. უდავოდ დიდი იქნება ამ საქმისათვის უცხოური გამოცდილების გაზიარება და უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა. ამ მიზნის მისაღწევად ფაკულტეტმა უკვე დაიწყო თანამშრომლობა ევროპელკოლეგებთან, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი შეიქმნება ამ მისიის რეალიზება.

ფაკულტეტზე არსებულმა სამაგისტრო პროგრამამ (პროგრამებმა) ხელი უნდა შეუწყოს იმ საბაზისო სამართლებრივი ცოდნის ვიწრო მიმართულებით გაღრმავებას, რომელიც ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა შეიძინა. ასევე მოამზადოს იგიაკადემიური სამეცნიერო უნარ-ჩვევებისათვის. შესაბამისად, ყურადღება უფრო სპეციალიზაციის ვიწრო მიმართულებებზე და ამ მიმართულების ვიწრო სასპეციალიზაციო საგნების შესწავლაზე უნდა გამახვილდეს. ვფიქრობ, სამაგისტრო პროგრამის ძირითადი დანიშნულება სწორედ რომ სამართლის კონკრეტულ სფეროში გაღრმავებული ცოდნის მიღებაა. ამასთან, დიდი მნიშვნელობა პრაქტიკული და სამეცნიერო უნარ-ჩვევების გამომუშავებას უნდა დაეთმოს. მაგისტრატურის ძირითადი დანიშნულება, ამ ყველფერთან ერთად, არის ის, რომ იგი სტუდენტს უფრო მაღალი სამეცნიერო საფეხურისათვის – დოქტორანტურისთვის ამზადებს. ამიტომ, მაგისტრატურაშივე უნდა დაეთმოს უდიდესი ყურადღება თეორიული საგნების (ვიწრო სასპეციალიზაციო) სიღრმისეულ შესწავლას განსაკუთრებული პრობლემატური საკითხების მინიშნებებით და სამეცნიერო კვლევის მეთოდებისა და უნარების გამომუშავებას. ამით მაგისტრატურის კურსდამთავრებულს გზა დოქტორანტურისაკენ ეხსნება. გარდა ამისა, ერთიანი ჩარჩოპირობების შექმნის შემდეგ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაგისტრატურა კურსდამთავრებულს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის პროფესიებისთვის მოამზადებს, განკუთვნილი იქნება აუცილებელი წინაპირობის შესასრულებლად: სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩასაბარებლად.

დღეს ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა შედგება ორი ძირითადი მოდულისაგან 1) საბაზისო მოდულის სავალდებულო და არჩევითი საგნებისაგან და 2) სპეციალიზაციის მოდულის არჩევითი საგნებისაგან. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია გამოიყოს ამ პროგრამის სტრატეგიული განვითარების ორი მიმართულება

I. 1. (შენიშვნები არსებულ პროგრამასთან დაკავშირებით)

საბაკალავრო პროგრამის საბაზისო მოდული, ზოგადად, რაციონალურად არის შედგენილი. თუმცა გარკვეული სახის კორექტირებას უდავოდ საჭიროებს. აღნიშნულ მოდულში გაერთიანებულია თითქმის ყველა ის საგანი, რომლის გავლა აუცილებელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტისათვის კვალიფიციურ იურისტად ჩამოსაყალიბებლად. საბაზისო მოდულის საგნების სათანადოდ გავლის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა შეიძინოს საჭირო ცოდნა, რათა წარმატებით ჩააბაროს საერთო პროფესიული საკვალიფიკაციო გამოცდები. საბაზისო მოდული, პრინციპში, არ შეიცავს ერთადერთ საგანს, რომლის საკითხებიც (დღეის მდგომარეობით) მოცემულია საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებში. ეს არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი. საგნის განსაკუთრებული დანიშნულებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი და აუცილებელია ძირითად უფლებათა საერთაშორისო სამართალი დაემატოს საბაკალავროპროგრამას და გახდეს მისი შემადგენელი განუყოფელი ნაწილი. ამ საკითხთან მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საგანი წარმოდგენილი არც სპეციალიზაციის მოდულშია. გარკვეული მიზეზების გამო, საბაკალავრო პროგრამაში დიფერენცირებულად წარმოდგენილი არ არის ადმინისტრაციული სამართალი განსაკუთრებული ნაწილის ისეთი უმნიშვნელოვანესი საგნები როგორიც არის: მუნიციპალური სამართალი, საგადასახადო სამართალი, გარემოს დაცვის სამართალი (რომელმაც ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სამართალბეირივი მნიშვნელობა შეიძინა). ამ თვალსაზრისით აუცილებელია, რომ ფაკულტეტმა დაგეგმოს ღონისძიებები საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში წინამდებარე საგნების შემოღებისთვის. რა თქმა უნდა, ერთია ის, რა აუცილებელი საგანი შეიძლება აკლდეს ფაკულტეტის საერთო საბაკალავრო ცოდნის მიღების საქმეში და, მეორეა ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც საჭირო იქნება ამ საგნების ფაკულტეტზე წასაკითხად. ამ მხრივ, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ახალი საგნების მომზადებას, სილაბუსების შედგენას.

საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის ფართო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალბათ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა მათი ფაკულტეტზე ორ დამოუკიდებელ დარგად სწავლება. მართალია, არსებობს ევროპულ რეალობაში შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეობითი სამართალი საერთოდ არ ისწავლება სწავლების პირველ საფეხურზე, ციკლში (მაგალითად, ბერნის უნივერსიტეტი, ფრიბურგის უნივერსიტეტი), მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე ეს წარმოუდგენელი იქნება. გარდა ამისა, სამართლის ამ სფეროში საკმაოდ დიდია სასამართლოს პრაქტიკა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლის ამ დარგების პრაქტიკული გამოყენების მნიშვნელობაც.

დღევანდელი რეალობა უჩვენებს, რომ სტუდენტს, განსაკუთრებით ბაკალავრიატის დონეზე, აუცილებლად ესაჭიროება იურიდიული მართლწერის შესწავლა. ფაქტიურად, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ჩვენი კურსდამთავრებული ვერ ფლობს სათანადო დონეზე იმ უნარს, რომელიც კონკრეტული იურიდიული პრაქტიკული დოკუმენტების შედგენას უკავშირდება. ამის შედეგი ის არის, რომ ფაკულტეტზე არ ისწავლება ისეთი დამოუკიდებელი საგანი, როგორიც არის იურიდიული მართლწერა (ე.წ. Lეგალ ჭრიტტინგ. ამას შესაძლოა დაერქვას: სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და იურიდიული მართლწერა). ამიტომ, სასურველი იქნებოდა ამ საგნის შემოღება ფაკულტეტის სასწვლო პროცესში (ბაკალავრიატის დონეზე). ამისათვის ნაბიჯები უკვე რეალურად იდგმება: ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით არის მცდელობა იმისა, რომ იმ იურისტებმა, რომელნიც სპეციალურად გადიოდნენ საზღვარგარეთ აღნიშნულ კურსებს და კარგად დაეუფლნენ მას, სპეციალურად მოამზადონ ეს კურსი და იგი ფაკულტეტზე დაინერგოს. აღნიშნულ პირებთან ფაკულტეტი უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს და იმედია, რომ ეს საქმე წარმატებით დასრულდება. ამ საკითხთან ერთობლიობაშია განსახილველი ასევე ადმინისტრაციული საქმისწარმოება. მოკლედ, ეს ორი საგანი უდავოდ დაეხმარება სტუდენტს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების უზრუნველყოფის საქმეს.

როგორც ცნობილია, იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა გათვლილია 240 კრედიტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 240 კრედიტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი ამთავრებს ბაკალავრიატს და იღებს ბაკალავრის დიპლომს. კრედიტების ეს მოცულობა `უმაღლესი განათლების შესახებ~ კანონით არის დადგენილი და მისი შემცირება, ბუნებრივია, არ შეიძლება (თუმცა ბოლონიის პროცესი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე კრედიტების რაოდენობა 180-240-ამდე განისაზღვროს. მაგალითისათვის შეიძლება ისევ შვეიცარიის უნივერსიტეტები იქნეს მოყვანილი: ბერნი, ფრიბურგი. მნიშვნელოვანია ამ უნივერსიტეტებში ისიც, რომ 180 კრედიტი (მაგ.: ბერნის უნივერსიტეტი), ძირითადად, უშუალოდ სავალდებულო საგნებს ეთმობა. არჩევანის საშუალება კი სტუდენტთათვის ძალიან მწირია. მიუხედავად ადრინდელი კრიტიკისა (როდესაც ეს უნივერსიტეტი ამგვარად აყალიბებდა საბაკალვრო პროგრამას) დღეს ბერნის უნივერსიტეტი ერთ- ერთ სამაგალითო უნივერსიტეტად აღიქმება სწორედ პროგრამის შინაარსის თვალსაზრისით). მოკლედ, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის რეალობიდან გამომდინარე, საბაკალავრო პროგრამაში საბაზისო მოდულის სავალდებულო საგნებს მხოლოდ 109 კრედიტი ეტმობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ მისაღები კრედიტის საერთო რაოდენობის (240 კრედიტის) ნახევარზე ნაკლები მოდის სწორედ სავალდებულო საგნებზე და მათ შესწავლაზე. შესაძლებელია ეს არასწორი მიდგომა იყოს: კრედიტთა განაწილების არსებული წესი იწვევს სტუდენტების დატვირთვის გაუმართლებელ ზრდას, რის გამოც მათი უმრავლესობა სათანადოდ ვერ ახერხებს ვერც საბაზისო მოდულის ფარგლებში გასავლელი საგნების და ვერც სპეციალიზაციის მოდულის საგნების დაძლევას. ამას, საბოლოო ჯამში, ისიც ემატება, რომ კრედიტების შევსების მიზნით ფაკულტეტის იძულებული ხდება სპეციალიზაციის მოდულის ისეთი საგნები იქნეს შეთავაზებული, რომელიც სისტემურად და შინაარსობრივად შეიძლება საერთოდ არე უკავშირდებოდეს ამა თუ იმ სპეციალიზაციის მოდულს. მოკლედ, რეალობა უჩვენებს, რომ გაუმართლებლად ხდება საბაკალვრო პროგრამის ისეთი საგნებით `გაბერვა~, რომელთა არსებობაც ბაკალავრიატის ციკლში შინაარსობრივად გაუმართლებელია. აღნიშნულიადნ გამომდინარე სასურველი იქნებოდა სავალდებულო საგნებს უფრო დიდი ადგილი დაეთმოს, ვიდრე ეს დღევანდელი პროგრამით არის გათვალისწინებული. ამასთან ერთად, აუცილებელია გაიზარდოს ამ საგნებში სალექციო საათების რაოდენობა. ხოლო თუ როგორ უნდა განაწილდეს ამ გაზრდილ საათებში თანაფარდობა სალექციო და სასემინარო საათებს შორის, ეს კონკრეტულ მიმართულებაზე განხილვის საგანია (ამ მხრივ, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სხვადასხვა კონსტრუქცია: 2 სალექციო და 4 სასემინარო საათი, ან პირიქით, ან 3 სალექციო და 2 სასემინარო საათი. საბოლოო ჯამში, ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის იმ საგნების ღრმად შესწავლის ხარისხს, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ პროგრამაში). სპეციალიზაციის მოდულის ისეთი საგნების როგორიცაა საერთაშორისო კერძო სამართალი და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი საბაზისო მოდულის სავალდებულო საგნებად შეიძლება განისაზღვროს.

აშკარად რჩება ისმის შთაბეჭდილება, რომ სპეციალიზაციის მოდულის საგნები, თავისი არსით, უფრო მაგისტრატურის ფარგლებში გასავლელ საგნებს წარმოადგენს. მთელი რიგი საგნების სწავლება, მათი მეტისმეტად ვიწრო მიმართულების გამო, სამაგისტრო კურსის ფარგლებში არ არის მიზანშეწონილი. ასეთ საგნებად შეიძლება განიხილებოდეს: ნორმატიული აქტების სამართალი, სახელმწიფოთა ტერიტორიული მოწყობის თანამედროვე მოდელები (საკითხავია, თუ რატომ არ ისწავლება ეს საგანი ბაკალავრიატის დონეზე და იმავდროულად არ ისწავლება ისეთი საგნები როგორიც არის: მმართველობის ფორმის ან ხელისუფლების დანაწილების თანამედროვე მოდელები), მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპები, ქმედების დანაშაულის კვალიფიკაცია, კერძო დავების გადაწყვეტა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ა.შ. ცხადია, რომ ამ საგნების უმრავლესობა ცალკეული ლექტორის პროფილის გათვალისწინებით არის საბაკალავრო პროგრამაში შეტანილი. პროგრამებთან დაკავშირებული სტრატეგიული განვითარების პირველი მიმართულების თვალსაწიერიდან გამომდინარე, ზოგადად, სამართლის (სამართალმცოდნეობის) სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ იქნებოდა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაყოფა საბაზისო და სპეციალიზაციის მოდულებად. პროგრამის გავლის საფუძველზე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს ენიჭება სამართალმცოდნეობის ბაკალავრის (და არა საჯარო, კერძო, სისხლის და ა.შ.) სტატუსი. ასეთ ვითარებაში, გაუგებარი შეიძლება იყოს ის, თუ რა საჭიროა ბაკალავრიატის ფარგლებში სტუდენტების სპეციალიზაცია სამართლის ცალკეული სფეროების მიხედვით. თუმცა შეიძლება ამ საკითხის სხვა კუთხით დანახვა.

2. მეორე მიდგომა იმაში გამოიხატება, რომ არსებული საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ძირითადი კონცენტრაცია გაკეთდეს სავალდებულო საგნების შესწავლაზე. 109 კრედიტი ამ შემტხვევაშიც ძალიან მწირი რაოდენობა ამ საგნებისათვის. ამიტომ, სავალდებულო საგნებში კრედიტთა რაოდენობა, ამ შემთხვევაში, საგრძნობლად უნდა გაიზარდოს. კრედიტების რაოდენობა გაიზრდება საათების მომატების ხარჯზე, რაც იმის საშუალებას შექმნის, რომ სავალდებულო საგნებს უფრო მეტი კრედიტი მიენიჭოს. რაც მთავარია, ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ კრედიტების გაზრდისათვის, არამედ იმისთვის, რომ გაზრდილი საათების შემთხვევაში სტუდენტს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა ღრმად შეისწავლოს და ჩაწვდეს იმ საგანს, რომელიც მისთვის და მისი პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის იქნება აუცილებელი. სამაგიეროდ ადგილი საბაკალავრო პროგრამაში სპეციალიზაციის მოდულის საგნებისთვისაც დარჩება. მაგრამ მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. შესაბამისად, შესაძლოა საუბარი იყოს სპეციალიზაციის მხოლოდ რამდენიმე საბაკალავრო პროგრამისთვის საჭირო საგანზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღევანდელი პროგრამის მიხედვით 240 კრედიტიდან 40 კრედიტი თავისუფალ საგნებს ეთმობა. აქედან, 24 კრედიტი მიდის უცხო ენის შესწავლაზე, ხოლო დანარჩენი 24 კი სხვა ნებისმიერი საგნის შესწავლაზე. ვფიქრობ, რომ უცხო ენის შესწავლას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და მასთან მიმართებით კრედიტების რაოდენობა არ უნდა შემცირდეს. რაც შეეხება დარჩენილ 24 კრედიტს, იგი უთუოდ უნდა შემცირდეს. თავისუფალი კრედიტების არჩევის სისტემა სტუდენტს აძლევს სრულ თავისუფლებას აირჩიოს ისეთი საგნებიც, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის იურისპრუდენციასთან. ეს კი დროისა და ენერგიის ტყვილ კარგვას იწვევს. ხშირ შემთხვევაში სტუდენტს მხოლოდ კრედიტი აინტერესებს და მის მისაღებად ცდილობს იოლი გზა გამონახოს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადვილი საგნის გავლას ირჩევს. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში სტუდენტს მხოლოდ კრედიტი აინტერესებს. შესაბამისად, იგი `კრედიტებზე მონადირეს~ ემსგავსება. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილი იქნებოდა თავად ფაკულტეტმა დაადგინოს იმ თავისუფალი საგნების ჩამონათვალი, რომელიც მომავალ იურისტს მისი შემდგომი პროფესიული საქმიანობის პროცესში დასჭირდება. მოკლედ, საგანი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კავშირში იქნება მისი, როგორც იურისტის ცამოყალიბების სართო საქმესთან. რაც ყველაზე მთავარია ასეთი განაწილება და საათობრივი დატვირთვა შესაძლებლობას მისცემს საბაკალავრო პროგრამას, რომ მან მოამზადოს, ერთი მხრივ, პროფესიონალი იურისტი (გარკვეულ სფეროში მუშაობისთვის) და, მეორე მხრივ, მისცეს მას ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში ასევე საგნების არჩევანის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ ბაკალავრიატის ბოლო სემესტრი მთლიანად ე.წ. რეპეტიტორიუმს, ანუ განვლილი მასალის განმეორებას დაეთმოს, განვლილი მასალის განმეორებას არა პირდაპირი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. 2009 წლის ზამთრის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა რეპეტიტორიუმის შემოღების მიზანშეწონილობის საკითხი (მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება რეპეტიტორიუმის შემოღების თაობაზე). ამავე სემესტრში განისაზღვრება კონკრეტული მოცემულობა და გეგმა, რომელიც მომდევნო სემესტრიდან შევა ძალაში. აქ ძირითადი აქცენტი კაზუსების ამოხსნაზე და ამ მხრივ მასალის განმეორებაზე უნდა იქნეს გადატანილი. სამართალი ცოცხალი პროცესია. ქართული რეალობა უჩვენებს, რომ კანონმდებლობა ძალიან სწრაფად იცვლება. ამიტომ სტუდენტმა შეიძლება ისწავლოს ის, რაშიც შეიძლება რადიკალური ცვლილებები და დამატებები შევიდეს. ასეთ კარგ მაგალითად გამოდგება საკორპორაციო სამართალი 2008 წლის 14 მარტამდე და 2008 წლის 14 მარტის შემდგომი მდგომარეობით, როდესაც კერძო სამართლის ეს დარგი, შეიძლება ითქვას, სისტემურადაც კი შეიცვალა. ბუნებრივია, რეპეტიტორიუმი ამ ხარვეზის გამოსწორებაში დიდ წვლილს შეიტანს.

II. ზემოაღნიშნული მოსაზრებები, მაგისტრატურის დანიშნულების სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა შეეხოს ასევე სამაგისტრო პროგრამასაც. მაგისტრატურაში უნდა ჩამოყალიბდეს სავალდებულო და არჩევითი საგნების შესაძლო ნუსხა ვიწრო სპეციალიზაციის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საჭირო და საინტერესო საგნების შესწავლას. ამასთან შესამცირებელი იყო პრაქტიკული კომპონენტის კრედიტი, რაც 36-იდან 30-მდე შემცირდა. ეს გადაწყვეტილებაც გასული სემესტრის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. ამ ბოლო პერიოდში ფაკულტეტის პრაქტიკუმი, ძირითადად, ორ მიმართულებად დაიყო. კერძოდ: პრაქტიკული სამართლის კლინიკა და იურიდიული კლინიკა. აუცილებელია კლინიკური განათლების პროფესურის გამონახვა და ამ კლინიკებში სასწავლო პროგრამის განვითარება. ამ მხრივ ფაკულტეტზე მართლაც ბევრი გაკეთდა. გაფორმებულ იქნა მემორანდუმები სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან. იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის იურიდიული კლინიკების ფარგლებში სასწავლო პროგრამის გავლა დიდ უპირატესობას ქმნის: საუკეტესო სტუდენტთათვის, რომელნიც ღირსეულად დაასრულებენ პრაქტიკუმს, გარანტირებულია ამავე დაწესებულებაში სამუშაო ანაზრაურებადი ადგილი. ამის მაგალითები კი მრავლად არის. აქედან გამომდინარე, ეს სქემა ხელს უწყობს იმას, რომ ფაკულტეტი თავისი სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლად გამოდის. 2009 წლის გაზაფხულის სემესტრიდან მაგისტრატურაში მოქმედებს სპეციალიზაციის სასერტიფიკატო პროგრამები მედია და სატელეკომუნიკაციო სამართალში და საკორპორაციო და საბანკო სამართალში. ასეთი სპეციალიზაციის სასერტიფიკატო პროგრამების დანერგვით უნივერსიტეტი უცხო დაინტერესებულ პირებსაც მოიზიდავს და, ბუნებრივია, დამატებით შემოსავალს მიიღებს. ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი კი იმ პროფესურას უნდა მოხმარდეს, რომელიც ამ პროგრამაში იქნება ჩართული. 2010-2011 წწ. იგეგმება ასეთი სპეციალიზაციის სასერტიფიკატო პროგრამის დაწყება ევროპულ სისხლის სამართალში (იენის, ბერლინისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტების მონაწილეობით). აღნიშნული სასერტიფიკატო პროგრამა საზაფხულო ან საშემოდგომი სკოლის ფარგლებში იმმოქმედებს და განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ მაგისტრანტებისთვის, არამედ პროფესიონალი იურისტებისათვის (მოსამარტლის თანაშემწეები, ადვიკატები). ამით ეს პროგრამა შესაძლოა დამატებითი კვალიფიკაციის ამაღლების კარგ წინა პირობად იქნეს მიჩენული სწორედ ევროპულ სისხლის სამართალში. 2010-2011 წელს, ჩვენი მეგობარი უნივერსიტეტი (ბერნის უნივერსიტეტი) ასევე აპირებს შვეიცარიის სამეცნიერო ფონდში განაცხადის შეტანას ევროპული კონსტიტუციური სამართლის პროგრამაზე. ბერნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დიდი ხანია თანამშრომლობს ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში და, ვფიქრობ, რომ სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება მასთან სავსებით რეალური უნდა იყოს.

III. სახელფასო პოლიტიკის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ფაკულტეტზე ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა შესაძლებელი უნდა იყოს 2010-2011 წწ. კვლავ ფიქრი იმაზე, რომ ხელფასები ა და ბ კატეგორიის აკადემიური პერსონალისათვის ისევ ზრდის რეჟიმში მოექცეს. 2009 წლის შემოდგმის სემესტრში 900 სტუდენტის მიღებამ, ვფიქრობ, ამის რეალური შესაძლებლობა მისცა ფაკულტეტს. ამასთან, პროფესურის ხელფასი იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ რა სამეცნიერო აქტივობით გამოირჩევა პროფესორი და რა წვლილი მიუძღვის მას სამართლის განვითარებაში. ანვითარებს თუ არა იგი ახალ სასწავლო საგნებს და შემოაქვს და ნერგავს თუ არა სწავლის პროცესში და ა.შ. მოკლედ, ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სახელფასო პოლიტიკის დაგეგმვის დროს.

IV. მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ფაკულტეტზე დაინერგოს დისტანციური სწავლების მეთოდი. ამ მხრივ ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ავსტრიასთან, სადაც ჩვენი ვენელი და ინსბრუკელი კოლეგების მხარდაჭერით რამდენიმე საგნობრივ ბლოკს შევთავაზებთ ჩვენს სტუდენტებს. ბუნებრივია, ეს საგნები დისტანციურად იქნება წაკითხული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. საგნების ინგლისურ და გერმანულ ენებზე წაიკითხება.

V. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტად შეიძლება წარმოჩინდეს ის, რომ ფაკულტეტზე შეიქმნა რამდენიმე ინსტიტუტი. ამჟამად შექმნილია ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკის, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის, კრიმინალისტიკის და კრომონოლოგიის, კონსტიტუციონალიზმის ინსტიტუტები. ეს ხელს შეუწყობს სამეცნიერო და სასწავლო პროცესის ერთმანეთთან უფრო დაახლოვებას და მათ სისტემურ კავშირს. ინსტიტუტში გაერთიანებული იქნება არა მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, არამედ მოწვეული ლექტორი და, საერთოდ, სხვა პირიც. მიზანშეწონილია ფაკულტეტზე არსებობდეს 6 (7) ინსტიტუტი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. უფრო მეტიც, ასეთი ინსტიტუტების შექმნის საჭიროებას განათლების შესახებ კანონიც განაპირობებს: თუ გვსურს, რომ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეინარჩუნოს სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების (უნივერსიტეტის) სტატუსი, მას უთუოდ უნდა ჰქონდეს ამგვარი სტრუქტურული ერთეულები. ასევე შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ შეიქმნას ინტერდისციპლინური ინსტიტუტიც, სადაც ადგილი ექნება რამდენიმე სამართლის დარგის კვეთას. მოკლედ, ინსტიტუტების არსებობა გამართლებულია აგრეთვე იმ კუთხით, რომ აქ კონკრეტული პრობლემური სამართლებრივი საკითხების კვლევას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, რაც, საბოლოო ჯამში, სასწავლო პროცესში ამ კვლევის დანერგვას და ინტეგრაციას გამოიწვევს.

VI. პროფესორთათვის და მასწავლებელთათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მიზანშეწონილია ჩატარდეს ის ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი აკადემიური პერსონალის უფრო დახელოვნებას და ამა თუ იმ ქვეყნის გამოცდილების გაცნობას და გაზიარებას. ეს იმ შედეგს მოიტანს, რომ უფრო ახალი მიდგომები დამკვიდრდება ფაკულტეტზე სწავლების მეთოდებთან, კვლევის მეთოდებთან და ა.შ. მიმართებით. მიმაცნია, რომ ამ იდეის განსახორციელებლად ფაკულტეტს, ნაწილობრივ, საკუთარი მატერიალური სახსრებიც ეყოფა: ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების ფონდიდან დღევანდელი მდგომარეობით ყველა ის დოქტორანტი ფინანსდება (ფაკულტეტის მათ დოქტურანტურაში სწავლის საფასურს უხდის, რადგანაც რამდენიმე წლის წლის ფაკულტეტის საბჭოს მიერ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული), რომელიც ამავე დროს უნივერსიტეტში მუშაობს. თავის დროზე ამ ნაბიჯის გადადგმა იმით იყო განპირობებული, რომ ასისტენტ-პროფესორთა ხელფასები მიზერული იყო. ამიტომ ფაკულტეტის ეხმარებოდა მათ სწავლის ქირის დაფარვაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პირთა ხელფასები უახლოეს პერიოდში საგრძნობლად გაიზრდება, ვფიქრობ, ამის საჭიროებაც აღარ იარსებებს. გამომდინარე აქედან, ეს თანხა მიზნობრივად იქნება გამოყენებული და იმისთვის გახარჯული, რომ მოხდეს ჩვენი პერსონალის გამგზავრება ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში (ერთი, ორი ან მეტი თვით) ერთობლივი კვლევების განსახორციელებლად, სადაც მათადგილზე მეორე ხელმძღვანელი ეყოლბათ. ამის საშუალება გამოთავისუფლებული ბიუჯეტიდან ნამდვილად იქნება.

VII. მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება მიექცეს უცხო ენებზე საგნების წაკითხვას და სწავლას. ბაკალავრიატის ეტაპზე მიზანშეწონილი იქნებოდა მორატორიუმის გაუქმება და მინიმუმ ერთი საგნის გავლა უცხო ენაზე. ეს სტუდენტს დამატებით უნარს და კომპეტენციას მისცემდა: უცხო ენაზე (ინგლისური ან გერმანული მიიღება აქ მხედველობაში) საგნის ჩაბარებას. ამ მხრივ, ფაკულტეტს საკუთარი რესურსის გამოყენებაც შეუძლია: ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ფაკულტეტს 15-20-მდე საგნის შეთავაზება შეუძლია ინგლისურ თუ გერმანულ ენებზე. ამას ემატება ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან არსებობს: მაგალითად, მაასტრიხტის უნივერსიტეტთან, სათანადო ანაზღაურების მეშვეობით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება იურიდიული ფაკულტეტის პროფესური ჩამოყვანა საქართველოში და ბლოკ-საგნების ჩატარება (7-10 დღიანი კურსების ჩატარება, რასაც ფინალური გამოცდები მოყვება).

VIII. 2009 წლიდან იურიდიულ ფაკულტეტს აქვს საკუთარი საერთო საფაკულტეტო ჟურნალი – სამართლის ჟურნალი. ეს ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოდის. საერთაშორისო კონტაქტების წყალობით (ხელშეკრულება გაფორმებული ტრნავას (სლოვაკეთი) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან) მუშაობა მიდის საერთაშორისო ერთობლივ იურიდიულ ელექტრონულ ჟურნალზე. ეს ჟურნალი შეიძენს საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სტატუსს, რაც კიდევ ერთხელ გაზრდის ფაკულტეტის პრესტიჟს სამეცნიერო ასპარეზზე.

IX. ნიშანდობლივია სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც ასევე წარმატებით ხორციელდება ფაკულტეტზე. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც ჩვენივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული სტუდენტები დაბალკურსელთა `მრჩევლებად და დამხმარეებად~ გამოვიდნენ. მაგალითად, ტუტორთა სამსახურში რამდენიმე მაღალკ

Print

« იხ. ყველა სიახლე