ბაკალავრიატის სტუდენტების საყურადღებოდ!

2010-09-10

ბაკალავრიატის სტუდენტების საყურადღებოდ!

იურიდიული ფაკულტეტი კვლავ განაგრძობს სამართლებრივი გერმანულისა და ინგლისურის კურსებს. (Legal English & Recht Deutsch)

სამართლებრივი უცხო ენის ცოდნა უდიდეს წვლილს შეიტანს თქვენს კარიერულ წინსვლაში. კურსის არჩევა შეუძლია მათ, ვისაც გავლილი აქვს უცხო ენის 4–ვე კურსი. კურსი არის 8 კრედიტიანი.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა შემოიტანეთ განცხადება იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში. განცხადებაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები და რომელი უცხო ენის კურსის გავლა გსურთ.

სტუდენტების შერჩევა ხორციელდება 2 ეტაპად. I – ტესტირება. II – გასაუბრება. ტესტირება ყველა განმცხადებელს ჩაუტარდება 7 სექტემბერს, 3სთ–ზე, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში.

ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების ეტაპს 10 სექტემბერს ჩაურატდებათ გასაუბრება. დამატებითი ინფორმაცია ეცნობებათ.

გისურვებთ წარმატებებს!

Print

« იხ. ყველა სიახლე