კლინიკა სისხლის სამართლის მიმართულების მაგისტრანტებისთვის აგრძელებს განაცხადების მიღებას

2010-10-06

კლინიკა სისხლის სამართლის მიმართულების მაგისტრანტებისთვის აგრძელებს განაცხადების მიღებას

სისხლის სამართლის მიმართულების მაგისტრანტთა საყურადღებოდ!

გრძელდება მაგისტრანტთა რეგისტრაცია შემოდგომის სემესტრისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე არსებულ იურიდიულ კლინიკაში (20 კრედიტი).

სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით, რომლის მიზანია: მაგისტრანტის მოტივაციისა და მოლოდინის დაზუსტება, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი დებულებების ცოდნის შემოწმება.

განაცხადის შევსებული ფორმა 10 ოქტომბრის ჩათვლით გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ana.kharaishvili@tsu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს (+99577) 47 55 15

Print

« იხ. ყველა სიახლე