2016-09-16

კლინიკები მაგისტრანტებისთვის

იწყება 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის კლინიკის გავლის

მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება .

 

შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები :

 

I მოდულის კლინიკები:

 

· პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი , ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ - ჩვევების კურსი. განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );

 

· იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი , ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ - ჩვევების კურსი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

 

· მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი , ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ - ჩვევების კურსი. განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ).

 

II მოდულის კლინიკები :

 

· სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );

· საადვოკატო და საარბიტრაჟო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკა ( 10 კრედიტი, გასაუბრებაზე უპირატესობა შესაძლებელია მიენიჭოს იმ სტუდენტებს , რომელთაც გავლილი აქვთ მედიაციის თეორიული კურსი   ან    მერიის   იურიდიული   დახმარების   პროგრამის   ფარგლებში   არსებული მედიაციის   კლინიკა. განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა );

· აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა );

· პოლიციის აკადემიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· დანაშაულის პრევენციის ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის საადვოკატო

კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა );

· მარგველაშვილი , რეალ ქონსალტინგის საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· სამართლებრივი დახმარების ცენტრი საერთაშორისო გამჭვირვალობა

საქართველოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა სააპელაციო

სასამართლოში (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა   მიმართულების სტუდენტებისთვის );

· იურიდიული ფირმა კუპრაშვილი და პარტნიორების საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );

· შპს როდლი და პარტნიორების საადვოკატო კლინიკა ( 10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის. სასურველია გერმანული ენის ცოდნა );

· სასამართლო პრაქტიკის კვლევის , დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· სასამართლო პრაქტიკის კვლევის , დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა ვალდებულებით სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );

· საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. );

· სასჯელაღსრულების კლინიკა ( საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე , 10 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის. );

· ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ) .




დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ
ელექტრონულ მისამართზე  ana.kharaishvili@tsu.ge

შპს როდლი და პარტნიორების საადვოკატო კლინიკითა   და იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის საადვოკატო კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.



კლინიკებზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი.
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით. დამატებითი
ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15

Print

« იხ. ყველა სიახლე