ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევა

2013-04-23

ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევა

გამოცხადდა პროგრამის - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევა


„პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 18 აპრილის №:43/01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი (იხილე: ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 აპრილის №:43/01-01 ბრძანება და ამავე ბრძანების დანართი 1 ).

აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 122 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ–ის იურიდიულ ფაკულტეტზე წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე.

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე; (განცხადების ფორმა)
; 2) პირადობის მოწმობის ასლი; 3) საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფარგლებში წინა სემესტრის განმავლობაში (2012 წლის 15 აგვისტოდან ა.წ. 4 მარტამდე) ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. (სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2012 წლის 15 აგვისტოდან ა.წ. 4 მარტამდე), რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით); 5) ,,საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 23 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით (10–დან 17 საათამდე), იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, ოთახი N117.

Print

« იხ. ყველა სიახლე