კონკურსი პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“

2012-05-30

კონკურსი პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“

2012 წლის 31 მაისს, 15:00 საათზე, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (# 115)



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული

განვითარების ეროვნული ცენტრი ატარებს საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრას

სტუდენტებთან, საკონკურსო პროგრამის – „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“

მოხალისე პედაგოგების შერჩევის მიზნით.

პროგრამა 1 წლიანია და ტარდება ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და კახეთის

რეგიონებში, მისი მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი

სტრატეგიის ფარგლებში ზემოაღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ეროვნული

უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის გაძლიერება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისთვისაც ქართული

მშობლიური ენაა და ფლობენ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. პროგრამაში მონაწილენი მაგისტრატურის გამოცდების

წარმატებით დაძლევის შემდეგ, მიიღებენ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს და მასში

მონაწილეობა ჩაეთვლებათ სკოლაში პედაგოგად მუშაობის სტაჟად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ

ვებ–გვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge არა უგვიანეს 2012 წლის 20 ივნისისა.

Print

« იხ. ყველა სიახლე