2013-12-11

ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2013 წლის 12 დეკემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე,  თსუ-ი ბიბლიოთეკის  მარო მაყაშვი ლის სახელობის დარბაზ  ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტსა და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის.

 

ოლშტინის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით, თსუ–ს 12 დეკემბერს ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოლშტინის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის სამართლის ისტორიის დარგის პროფესორებიც.

 

პირველ შეხვედრას დელეგაცია თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის ინსტიტუტთან გამართავს, რომელიც ამავე დღეს, 12 დეკემებერს, 12:00 საათზე თსუ–ის მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N135) მოეწყობა. შეხვედრის ფარგლებში სამართლის ისტორიის სპეციალისტები ერთმანეთს გააცნობენ მათ მიერ უკვე განხორციელებულ კვლევებს და განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებს. თსუ–ის იურდიული ფაკულტეტის სამართლის ისტორიის მიმართულების პროფესორებისა და ზემოაღნიშნული პოლონელი კოლეგების საერთო ორგანიზებით უკვანასკნელი სამი წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა სამი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ისტორიის სფეროში, რომელთაგან ორი – საქართველოში, ხოლო ერთიც პოლონეთში გაიმართა; გარდა ამისა, დამუშავებულ იქნა და გამოიცა სამივე კონფერენციის სამეცნიერო მოხსენებების კრებულებიც.

 

თსუ–სა და ოლშტინის უნივერსიტეტს შორის შეთანხმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სფეროს სამეცნიერო–კვლევით ღონისძიებებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე