2014-06-11

ცხადდება მიღება კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე


 

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის საერთო სამაგისტრო პროგრამაზე  „ LL.M zu K öln .  სწავლა მიმდინარეობს გერმანულ ენაზე . პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ერთი სემესტრით მიემგზავრებიან კიოლნის უნივერსიტეტში.

გაიცემა კიოლნი უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი

 

 

მიღება წარმოებს 2 ივნისიდან 30 ივლისამდე. (დამატებითი საბუთების წარმოდგენა 1-4 სექტემბერი)

 

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებია:

 

  • სამართლის ბაკალავრის ხარისხი
  • გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
  • გერმანელ და ქართველ პროფესორებთან გასაუბრება

 

 

მისაღები დოკუმენტების სია:

1.       დიპლომი+ასლი/ან ცნობა სასწავლებლიდან

2.       პირადობის მოწმობის ასლი

3.       ავტობიოგრაფია გერმანულ ენაზე ( CV )+(გადმოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით)

4.       2 ფოტოსურათი

5.       გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, მინიმუმ B2 დონე (არსებობის შემთხვევაში)

6.       განაცხადი (ივსება ადგილზე)

 

მოგვმართეთ - ი. ჭავჭავაძის გამზირი # 3,  თსუ II კორპუსი, ოთახი # 124

ტელ: 2 22 10 97 – 18 საათამდე

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული


Print

« იხ. ყველა სიახლე