2014-11-11

სტაჟირება სადაზღვეო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგში"

სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს უფასო  სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში .

სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

მოთხოვნები :

·          უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი ;

·          სასურველია სამუშაო გამოცდილება /სტაჟირება იდენტურ სფეროში;

·          კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;

·          უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);

·          ანალიტიკური, სხარტი აზროვნება;

·          პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

მოვალეობები:

·          თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა;

·          თანამშრომელთა საშვებულებო მოთხოვნების აღრიცხვა/დამუშავება;

·          თანამშრომელთა შერჩევაში მონაწილეობა (ტესტირება);

·          სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;

 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე. სამუშაო საათები: სრული განაკვეთი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი , რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი და ფოტო შემდეგ მისამართზე:

 

სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგ ი“                                                                                                        

კოსტავას ქ. #67, 0171, თბილისი                                                                                  

ან ელ.ფოსტის მეშვეობით:   jobs@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები (სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში) ! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 201 4 წლის 14 ნოემბერი . გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
Print

« იხ. ყველა სიახლე