2015-11-13

მრგვალი მაგიდა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით!

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გაიმართება მრგვალი მაგიდა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

შეხვედრა იმართება რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარვებული პროექტის „ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტის გზები ბელგიისა და ესპანეთის ტერიტორიული მოწყობის შედარებით-სამართლებრივი ანალიზის ფონზე „ ფარგლებში (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ლელა ჯანაშვილი; ძირითადი პერსონალი გიორგი გოგიაშვილი)

 

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N3, თსუ მეორე კორპუსი, 135-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე