2019-05-07
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მოხსენება თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მოწვევით, მიმდინარე წლის 31 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე:
„სასესხო-საკრედიტო ურთიერთობები და მათი უზრუნველყოფის ცალკეული საკითხები სასამართლო პრაქტიკის მიხედვით“
მისამართი: თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი (გერონტი ქიქოძის №3)
« იხ. ყველა სიახლე