2016-04-01
2016 წლის, 14 აპრილს, 14:00 საათზე, თსუ I კორპუსის 006 აუდიტორიაში, გიწვევთ საჯარო ლექციაზე: „ძალთა ბალანსი იუსტიციის სისტემაში - საქსონიის მხარის იუსტიციის მინისტრის ვალდებულებები“
2016 წლის, 14 აპრილს, 14:00 საათზე, თსუ I კორპუსის 006 აუდიტორიაში, გიწვევთ საჯარო ლექციაზე:
„ძალთა ბალანსი იუსტიციის სისტემაში - საქსონიის მხარის იუსტიციის მინისტრის ვალდებულებები“
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონიის მხარის იუსტიციის სახელმწიფო მინისტრი ბატონი სებასტიან გემკოვი წაიკითხავს საჯარო ლექციას იუსტიციის სისტემაში ძალთა ბალანსის მნიშვნელობაზე და მისი, როგორც იუსტიციის მინისტრის, ვალდებულებების შესახებ. მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია აუდიტორიასთან, რომელსაც მოდერირებას გაუწევს დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი ბატონი ულრიხ ჰაგენლოხი.„ძალთა ბალანსი იუსტიციის სისტემაში - საქსონიის მხარის იუსტიციის მინისტრის ვალდებულებები“
ლექციაზე უზრუნველყოფილი იქნება თარმგანი ქართულ ენაზე.
ღონისძიება ორგანიზებულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მიერ.
საჯარო ლექციაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დარიგდება საჩუქრები (წიგნები).
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ გვეწვიოთ!
« იხ. ყველა სიახლე