2015-03-10

პრაქტიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში

ძვირფასო  სტუდენტებო,

 

სახელმწიფო სამხედრო   სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტა“, იწყებს ყველაზე მასშტაბურ პრაქტიკის პროგრამას ქართველი სტუდენტებისთვის!

 

„დელტა“ - ქართული თავდაცვითი მრეწველობის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაციაა მსოფლიო მასშტაბით. მისი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი უნიკალურია როგორც რეგიონის, ასევე მსიფლიო მასშტაბით სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.

„დელტას“ მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს და მისი ძირითადი მიმართულება თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება, წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოება.

 

„დელტა“ იწყებს ყველაზე მასშტაბურ პროექტს ქართველი სტუდენტებისთვის, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე თვიანი პრაქტიკული კურსის გავლას როგორც „დელტას“ მენეჯმენტში, ასევე უნიკალური ქართული თავდაცვითი მრეწველობის კომპლექსში.

 

დაინტერესებულ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს გეძლევათ შანსი დაესწროთ გაცნობით პრეზენტაციას (თსუ-ის მეორე კორპუსი, ოთახი 135, 18 მარტი 16.00 სთ.).

Print

« იხ. ყველა სიახლე