2018-01-26
შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
იურიდიული ფაკულტეტი 2018 წლის თებერვალში აცხადებს შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის 01.22.2018 წლის N16/01-01 ბრძანების თანახმად:
1. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 5 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით.
2. შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2018 წლის
13 თებერვალს.
3. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2018 წლის 14 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით.
4. საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2018 წლის 20-21 თებერვალი.
5. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2018 წლის 23 თებერვალს.
იხილეთ ბმული:
მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://sms.tsu.ge
დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტებს თეონა გოგნაძეს T-598-32-62-92, teonagognadze@yahoo.com. გენრიეტა ჯოხაძეს 577-21-13-35, მაია მეტრეველს 595-90-33-43 T- 2–29–08–19
« იხ. ყველა სიახლე